ტრამპის პასუხი კითხვაზე - ვინ შეიძლება დაიკავოს აიათოლა ალი ხამენეის ადგილი

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია NBC News-თან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ დღევანდელი იერიშების შედეგად ირანის მმართველი ელიტის „დიდი ნაწილი“ განადგურებულია.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა დარტყმების მასშტაბებს და აღნიშნა, რომ საუბარი არ არის მხოლოდ რამდენიმე მაღალჩინოსანზე.

„მე არ ვგულისხმობ, მაგალითად, ორ ადამიანს“, - განაცხადა ტრამპმა, თუმცა დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

კითხვაზე, თუ ვინ შეიძლება დაიკავოს ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ადგილი, პრეზიდენტმა მისთვის დამახასიათებელი სტილით უპასუხა:

„არ ვიცი, მაგრამ რაღაც მომენტში ისინი თავად დამირეკავენ და მკითხავენ, მე ვინ მსურს ამ პოსტზე“, - აღნიშნა მან და იქვე დასძინა: „ამას როცა ვამბობ, ცოტათი სარკასტული ვარ“.