ტრამპი: 24 საათში გახდება ცნობილი, დათანხმდება თუ არა „ჰამასი“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტას

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 24 საათში გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საბოლოო შეთანხმების პირობებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ტრამპმა აგრეთვე განაცხადა, რომ მას საუდის არაბეთთან აბრაამის შეთანხმების შესახებ საუბარი ჰქონდა, რომელიც ისრაელსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზებას გულისხმობს.

თეთრი სახლის ლიდერმა დასძინა, რომ ისრაელმა „ჰამასთან“ 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობები მიიღო.

„ჰამასთან“ დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, ისლამური დაჯგუფება ცდილობს მიიღოს გარანტიები, რომ ამერიკის მიერ მხარდაჭერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი გარიგება ღაზის სექტორში ომს დაასრულებს.