ტრაგედია სტადიონზე - გულშემატკივარი ტრიბუნაზე გარდაიცვალა

ტრაგედია სტადიონზე

„შალკეს“ და „ლევერკუზენის“ მატჩის დროს, რომელიც სტუმრებმა 3:0 მოიგეს, ტრაგიკული ამბავი მოხდა - თამაშის ბოლოს „არენა აუფ შალკეს“ სამხრეთ ტრიბუნაზე ერთ-ერთი გულშემატკივარი ცუდად გახდა და მატჩის დასრულების შემდეგ სამწუხარო ამბავი დადასტურდა -  შალკეს ფანი გარდაიცვალა.

„ფეხბურთი დღეს მეორეხარისხოვანია. თამაშის დროს ერთი მაყურებელი ცუდად გახდა და სამწუხაროდ, ექიმების ყველა მცდელობა უშედეგო გამოდგა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ახლობლებს, ჩვენი ფიქრები ახლა მათთანაა.“ - ვკითხულობთ შალკეს განცხადებაში, რომელიც ტვიტერზე გამოქვეყნდა.