შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის ინაუგურაციის სამზადისზე ვიდეოს აქვეყნებს

ყაველაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით ვიდეორგოლს ავრცელებს.

„ხვალ ისტორიული დღეა“, - წერს შალვა პაპუაშვილის ვიდეოს აღწერაში.

ხვალ, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება. პარლამენტში სამზადისი მიმდინარეობს. ცერემონია საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში შედგება.