საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა
1730704626
აშშ-ში, აიოვას შტატის საშუალო სკოლაში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახურები. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ადამიანების გადასაყვანად ვერტმფრენები გამოიყენეს. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ, ზუსტი ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ ვრცელდება. თუმცა, მედიის ცნობით, სავარაუდოდ, 3 ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა. უცნობია თავდამსხმელის მდგომარეობაც.
სკოლაში, სადაც დაახლოებით 1700 მოსწავლე სწავლობს, დღეს, არდადეგების შემდეგ პირველი სასწავლო დღე იყო.