„ტოქსიკური ქალის“ საიდუმლო საქმე, რომელმაც მის გარშემო 23 ექიმი დააავადა - უცნაური შემთხვევა მედიცინაში

ქალი

„ტოქსიკური ქალის“ საიდუმლო საქმე, რომელმაც მის გარშემო 23 ექიმი დააავადა, დღემდე აუხსნელი რჩება.

ჯერ კიდევ 1994 წელს, კალიფორნიის ექიმებმა, რომლებიც გლორია რამირესს მკურნალობდნენ, პაციენტის სხეულზე ცხიმიანი ბზინვარება შენიშნეს.

31 წლის რამირესს გვიანი სტადიის საშვილოსნოს ყელის კიბო ჰქონდა. ის გულის გაჩერების შემდეგ სასწრაფოდ  საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტი, კიბოსთან დაკავშირებული გართულებების გამო, საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

ექიმებმა ქალს სისხლის ანალიზი აუღეს და აღმოაჩინეს, რომ ის კრისტალებს შეიცავდა. ასევე ქალის სხეულში შენიშნეს ამიაკის სუნი.

რამირესის პალატის ექიმები ეტაპობრივად ავად გახდნენ. ისინი უჩიოდნენ სიმპტომებს, როგორიცაა: ქოშინი, გულისრევა, სისუსტე და დროებითი დამბლა. საერთო ჯამში, ცვლაში მყოფი 37 მედიკოსიდან 23-ს ეს სიმპტომები გამოუვლინდა.

30 წლის შემდეგ, ჯერ კიდევ ვერ დაადგინეს ზუსტი პასუხი, რა მოხდა.ექსპერტები რამდენიმე ვერსიას განიხილავენ.

 ყველაზე მეტად დაზარალებულმა, სამედიცინო რეზიდენტმა, ჯული გორჩინსკიმ, ორი კვირა გაატარა ინტენსიურ თერაპიის განყოფილებაში. საავადმყოფოს თანამშრომლებმა შიდა გადაუდებელი მდგომარეობა გამოაცხადეს და სასწრაფო დახმარების განყოფილების ყველა პაციენტი ავტოსადგომზე გადაიყვანეს. 

რა მოხდა მერე? 

1997 წელს წამოყენებული ერთი თეორია ვარაუდობს, რომ რამირესი შესაძლოა იყენებდა დიმეთილ სულფოქსიდს, როგორც ხელნაკეთ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას კიბოს სამკურნალოდ.

ამ თეორიის მიხედვით, მიღებული ტკივილგამაყუჩებელი ჟანგბადთან ურთიერთქმედებისას გადაიქცეოდა  დიმეთილ სულფატად - უაღრესად მომწამვლელ და კოროზიულ გაზად, რამაც მედიკოსები მოწამლა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს თეორია სასამართლომაც დაამტკიცა, დღემდე გლორია რამირესის საქმე ამოუხსნელი რჩება.