1772649900
დიდ დიღომში მდებარე საამქროში გაჩენილი ხანძრის შედეგად, დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა
ხანძარი დიდ დიღომში. ხელაშვილის ქუჩაზე მდებარე საამქროს ცეცხლი გვიან ღამით წაეკიდა. დაიწვა დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი ფართობი. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველოს რამდენიმე ეკიპაჟი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
"დაიწვა დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი საამქროს ტერიტორია. საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არის, მობილიზებულია 21 სახანძრო ავტო სპეცტექნიკა. მიზეზები მოგვიანებით იქნება ცნობილი", - განაცხადა თეიმურაზ მღებრიშვილმა.











