1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ზაფხულის მეორე თვე გვიახლოვდება, რომელიც ბევრი დადებითი ემოციით, სითბოთი და სიყვარულით იქნება სავსე და ადამიანებს კიდევ ერთხელ მისცემს შანსს, საკუთარი მიზნები და ოცნებები განახორციელონ. 2023 წლის ივლისი გამორჩეული იქნება იმ კუთხითაც, რომ ზოდიაქოს ამ სამ ნიშანს ძალიან დიდი შანსი აქვს, თავისი ცხოვრების ნამდვილ სიყვარულს შეხვდეს და ბედნიერი თავგადასავალი შექმნას, ან კიდევ, ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაიყვანოს:
ტყუპები
ტყუპებისთვის 2023 წლის ივლისი იდეალური პერიოდი იქნება, რომ მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეს და სერიოზული და ჰარმონიული ურთიერთობა დაამყაროს. დიდი შანსია, რომ ის ადამიანი უკვე თქვენ ირგვლივაა, მაგრამ ვერ ამჩნევთ, ან კიდევ სულ სხვა თვალით უყურებთ. ივლისი კი ცვლილებების თვე იქნება და აღმოაჩენთ, რომ ის, ვისაც დიდი ხანია ეძებთ, ახლოსაა და შეგიძლიათ, ერთად ბედნიერი დღეები შექმნათ. ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ იყოთ თანამიმდევრული. ნუ აჩქარდებით, მიეცით ურთიერთობის განვითარებას დრო და საკუთარ თავშიც უკეთ ჩამოყალიბდით.
კირჩხიბი
ასტროლოგები გირჩევენ, რომ 2023 წლის ივლისში მეგობრების, ახლობლების კოლეგების შეთავაზებაზე, რომ დაესწროთ წვეულებას, კონცერტს, შეხვედრასა თუ სხვა აქტივობას, უარი არ თქვათ. სწორედ იქ შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის და ბედნიერ წუთებს გაჩუქებთ. თუმცა, ასტროლოგები ასევე გაფრთხილებენ, რომ შესაძლოა, ეს ურთიერთობა თავიდანვე იდეალურად არ წარიმართოს და გარკვეული სირთულეების გადალახვა მოგიწიოთ, მაგრამ ეს იქნება კარგი საზომი იმისა, ნამდვილად გსურთ, თუ არა იმ ადამიანთან ყოფნა, რომელიც გაიცანით.
მორიელი
2023 წლის ივლისში მორიელებს რომანტიკული თავგადასავალი და ბედნიერი დღეები ელით. ახლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ურთიერთობის დაწყებისა და შეყვარების არ შეგეშინდეთ. ივლისში ყველა შანსი გაქვთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ, ან უკვე არსებული ურთიერთობა უფრო სერიოზულ ეტაპზე გადაიყვანოთ. ასტროლოგები ამბობენ, რომ თუკი მზად იქნებით ურთიერთობისთვის და სიახლეებს თქვენს ცხოვრებაში შემოსვლის უფლებას მისცემთ, თავს რომანტიკული ფილმის მთავარ გმირად იგრძნობთ.