ქალი, რომელმაც 9/11 იწინასწარმეტყველა, 2025 წლის შესახებ საუბრობს - Daily Mail
1745097703
TikTok-ის მომხმარებლებს სტატუსების წერაც შეეძლებათ - პლატფორმაზე ახალი ფუნქცია გამოჩნდა. ახალი მექანიზმი ვიზუალურად Instagram Stories-ს მოგაგონებთ, რადგან ტექსტისთვის მუსიკისა თუ სტიკერების დართვაცაა შესაძლებელი.
მოკლე ვიდეოების პლატფორმაზე სტატუსის წერა მაინც განსხვავებული გამოცდილება იქნება — აქ მომხმარებლებს ტექსტისთვის ფონის ფერის შერჩევა, მუსიკისა და სტიკერების დართვა შეეძლებათ. The Verge-ის ცნობით, TikTok-ზე ტექსტურ პოსტებს 1 000-სიმბოლიანი ლიმიტი აქვს, მსგავს პუბლიკაციებზე გამოხმაურება კი ვიდეოების მსგავსად იქნება შესაძლებელი - კომენტარებით, დუეტებით და ა.შ.
რა თქმა უნდა, თავისთავად, საინტერესოა, როცა კომპანია, რომელიც მსოფლიოში მოკლე ვიდეოების ბუმის შექმნის მიზეზია, ტექსტური პუბლიკაციების გამოქვეყნების შესაძლებლობას იძლევა. თუმცა გასათვალისწინებელია ის დრო, რა დროშიც პლატფორმაზე ეს ფუნქცია გამოჩნდა. Twitter, რომელიც ტექსტური მიკრობლოგინგის კუთხით წამყვანი პლატფორმაა, ნელ-ნელა ამ სტატუსს კარგავს. ამაში მას კონკურენტი ქსელები — Threads, Bluesky, Mastodon, "ეხმარება". მაშინ, როცა Twitter აქტიურად კარგავს ფუნქციებს, მომხმარებლებსა და ჩიტის ლოგოსაც კი, აპლიკაციები მისი ადგილის დაკავებას ცდილობენ და ეცდებიან.
ასევე ნახეთ:
„აწი სულერთია ყველაფერი... ყველაზე უბოროტო კაცი იყავი“ - ახალგაზრდა მსახიობს მეგობრები გლოვობენ