ლევან ნიკოლეიშვილი: თუ ქართულ „ფარას“ კანონს არ გავაუქმებთ ვიზალიბერალიზაციას გაგვიუქმებენ! საქართველოს დაშანტაჟება, მუქარა და არეულობის მოწყობა უნდა დასრულდეს, იცოდეს მტერმაც და მოყვარემაც, ჩვენ ამას არ შევეგუებით

ლევან ნიკოლეიშვილი

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს პროკურატურის გამოძიებით დადგინდა, რომ ძალადობრივი აქციის მონაწილეთა აღჭურვა სპეციალური საშუალებებით კოორდინირებულად ხდებოდა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით. ამ ორგანიზაციების დონორებად დასახელებულნი არიან როგორც ევროკავშირი და მისი სტრუქტურები, ასევე აშშ-ის, ბრიტანეთის, ნიდერლანდების, გერმანიის, შვედეთის, ესტონეთის, ნორვეგიისა და ჩეხეთის სახელმწიფო უწყებები და ფონდი.“

ნიკოლეიშვილის თქმით, საქართველოს დაშანტაჟება, მუქარა და არეულობის მოწყობა უნდა დასრულდეს. იცოდეს მტერმაც და მოყვარემაც ჩვენ ამას არ შევეგუებით, მათ ყოველგვარ მცდელობას კი აუცილებლად ვამხელთ.

„ეს არის ის სიმართლე, რომელსაც ვერ უარყოფენ დამფინანსებლები, რის გამოც გვემუქრებიან და გვაშანტაჟებენ, რომ თუ ქართულ „ფარას“ კანონს არ გავაუქმებთ ვიზალიბერალიზაციას გაგვიუქმებენ! საქართველოს დაშანტაჟება, მუქარა და არეულობის მოწყობა უნდა დასრულდეს. იცოდეს მტერმაც და მოყვარემაც ჩვენ ამას არ შევეგუებით, მათ ყოველგარ მცდელობას კი აუცილებლად ვამხელთ!“ - წერს ნიკოლეიშვილი.