ევრობასკეტის მერვედფინალზე დასასწრებად საქართველოს მთავრობა გულშემატკივრებისთვის ჩარტერულ რეისებს დაასუბსიდირებს

ევრობასკეტი

ევრობასკეტის მერვედფინალზე დასასწრებად საქართველოს მთავრობა გულშემატკივრებისთვის ჩარტერულ რეისებს დაასუბსიდირებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სუბსიდირებული ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 195 ევროს შეადგენს.

„სუბსიდირებული ბილეთების შეძენა საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს ონლაინპლატფორმა tkt.ge-ზე 15:00 საათიდან შეეძლებათ.

7 სექტემბერი თბილისი-რიგა 07:00- 10:25; 8 სექტემბერი რიგა-თბილისი 19:00- 00:30“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.