ტიერი ბრეტონი აშშ-ის მიერ მის დასანქცირებაზე: ამერიკაში „მაკარტიზმის“ ეპოქა დაბრუნდა

Politico: ფრანგი ევროკომისარი ტიერი ბრეტონი გადადგა და დაწერა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის მმართველობა „კითხვის ნიშნებს აჩენს“

ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონი შეერთებული შტატების მხრიდან მის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას ეხმიანება.

როგორც ყოფილი ევროკომისარი სოციალურ ქსელ X-ში წერს, შეერთებულ შტატებში „მაკარტიზმის“ ეპოქა დაბრუნდა.

„ჩვენს ამერიკელ მეგობრებს შევახსენებ: „ცენზურა არ არის იქ, სადაც ისინი ეძებენ“, - წერს ბრეტონი.

ცნობისთვის, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ყოფილ ევროკომისარს ტიერი ბრეტონს და დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციების ოთხ წარმომადგენელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა აუკრძალა. აშშ სანქცირებულებს ადანაშაულებს ამერიკული პლატფორმების იძულებითი ცენზურის, დემონეტიზაციისა და მათთვის მიუღებელი ამერიკული მოსაზრებების ჩახშობისკენ მიმართული ძალისხმევის ორგანიზებაში.