ტიბეტში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 126-მდე გაიზარდა

ტიბეტი

ტიბეტში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 126-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის, CCTV-ის ცნობით, ტიბეტის მთიან რეგიონში მომხდარი 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 126-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 188-მდე.

მიწისძვრის შედეგად 3600-ზე მეტი სახლი დაზიანდა.

შეგახსენებთ, ტიბეტში მიწისძვრა გუშინ, ადგილობრივი დროით 9:05 საათზე მოხდა, რომლის ეპიცენტრი ტინგრის ოლქი იყო. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.1 მაგნიტუდა იყო.

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ევაკუირებული ადამიანებისა და დაშავებულებისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფის ბრძანება გასცა.