ტიბეტში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - არის მსხვერპლი

ტიბეტი

ტიბეტში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 53 ადამიანია დაღუპული, ხოლო 38 დაშავდა.

ბიძგები ასევე იგრძნობოდა მეზობელ ნეპალში, ბუტანსა და ინდოეთში.

 

 

მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 09:05 საათზე მოხდა. ეპიცენტრი კი სოფელი ტინგრიში იყო.