The WSJ: ტრამპის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ უიტკოფისა და უშაკოვის საუბრის ფარული ჩანაწერი Bloomberg-ს უცხოურმა დაზვერვამ მიაწოდა

სტივ უიტკოფი

The Wall Street Journal-ის ცნობით,https://www.wsj.com/world/leaked-u-s-russia-call-sets-off-global-game-of-clue-who-did-itand-why-809e8883 დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი, Bloomberg-ს უცხოურმა დაზვერვამ მიაწოდა, მიზანი კი უკრაინის სამშვიდობო ძალისხმევის ჩაშლა იყო.

გამოცემა წერს, რომ ფარული მიყურადების ობიექტი იური უშაკოვი იყო, მიყურადებას კი ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის დაზვერვა ახორციელებდა. მანამდე პრესაში გავრცელდა ვერსია, რომ ჩანაწერი უკრაინულმა დაზვერვამ მოიპოვა.

Bloomberg-ის ცნობით, სტივ უიტკოფი ოქტომბერში იური უშაკოვს ურჩევდა, თუ როგორ უნდა ესაუბრა პუტინს ტრამპთან, ასევე რეკომენდაციას აძლევდა, რომ ეს საუბარი ზელენსკის თეთრ სახლში ვიზიტამდე გამართულიყო.