დადგი ნაძვის ხე „ჯადოსნურ“ თარიღებში, რომ 2026 წელი იღბლიანი აღმოჩნდეს
1764178882
აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი მეჯნუნ მამადოვი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ავალიანი აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაციის წევრებთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში იმყოფებოდნენ.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ისინი სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიის „გარდაბნის მესაქონლეობა“ მესაქონლეობის ფერმის საქმიანობას გაეცნენ.
ფერმის მოწყობისა და საქმიანობის განვითარების მიზნით 2024-2025 წლებში კომპანიამ არაერთხელ ისარგებლა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტით. შპს „გარდაბნის მესაქონლეობა“ ფლობს მესაქონლეობის ორ ფერმას, სოფელ სართიჭალაში მოქმედი ფერმა არის მეხორცული, ხოლო სოფელ ლემშვენიერაში - სანაშენე მიმართულების.