პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს აფრთხილებს
1765818624
რუსეთის მასშტაბური თავდასხმების ტალღა უკრაინის ენერგოსისტემას კოლაფსის პირას აყენებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი სიტუაციის მცოდნე ოფიციალურ პირებსა და ანალიტიკოსებზე დაყრდნობით.
რუსული დრონებისა და რაკეტების თავდასხმები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ოქტომბერში დაიწყო და ზამთრის დადგომასთან ერთად ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სერიოზული დეფიციტი გამოიწვია.
ეს თავდასხმები საფრთხეს უქმნის გადამცემი სისტემების სრულად გათიშვას, რომლებსაც ელექტროენერგია დასავლეთიდან - სადაც ამჟამად უკრაინის ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი იწარმოება - აღმოსავლეთისკენ გადააქვს, რაც ფაქტობრივად ქვეყანას ორად გაყოფს.
„თუკი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ელექტროენერგიის სრულად გათიშვის ზღვარზე არ ვართ, მაშინ მასთან ძალიან ახლოს ვართ“, - განაცხადა ერთ-ერთმა მაღალი რანგის ევროპელმა დიპლომატმა.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ თითქმის შეუძლებელია ზუსტად იმის პროგნოზირება, თუ რამდენი თავდასხმა დასჭირდება რუსეთს ქვეყნის ნაწილისთვის, მათ შორის კიევისთვის, ელექტროენერგიის სრულად გათიშვის მიზნის მისაღწევად, რადგან ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელ სამიზნეებს დაარტყამენ და ექნება თუ არა უკრაინას სარეზერვო მარაგი სწრაფი აღდგენისთვის.
უკრაინა, რომელიც დიდი ხანია ენერგეტიკულ თავდასხმებს განიცდის, ნამდვილად ერთ-ერთ ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია. დაბომბვის კამპანიამ ასევე შეასუსტა ისედაც შეზღუდული საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები, გამოავლინა ძირითადი დაუცველობები, რამაც შეიძლება გაართულოს ქსელის დანარჩენი ნაწილის დაცვა.