The Wall Street Journal: თეთრი სახლი ჰორმუზის სრუტის გახსნას აშშ-ის ძირითად ამოცანებს შორის არ ასახელებს

კეროლაინ ლევიტი

 თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნა ირანის წინააღმდეგ ომში აშშ-ის მთავარ მიზნებს შორის არ დაასახელა, - წერს გამოცემა The Wall Street Journal-ი.

კითხვაზე, დაასრულებს თუ არა პრეზიდენტი ტრამპი ომს იმ შემთხვევაში, თუ ეს სტრატეგიული სანაოსნო გზა ნაწილობრივ ჩაკეტილი დარჩება, ლევიტმა უპასუხა, რომ აშშ-ის ძირითადი მიზნები ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და ბალისტიკური რაკეტების განადგურება, მისი თავდაცვის ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი და ქვეყნის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის აღკვეთაა.

„სრუტის სრულად გახსნა არის ის, რაზეც ადმინისტრაცია მუშაობს, თუმცა ოპერაციის ძირითადი ამოცანები მთავარსარდალმა ამერიკელი ხალხისთვის ნათლად განსაზღვრა“, - განაცხადა ლევიტმა.