1771937202
The Telegraph: რუსეთი ევროპაში სამხედრო ბაზებთან ახლოს სახლებს ყიდულობს, რასაც „ტროას ცხენის“ ეფექტი ექნება
გამოცემა The Telegraph-ის ცნობით, რუსეთი ევროპაში სამხედრო ბაზების სიახლოვეს უძრავ ქონებას დიდი რაოდენობით ყიდულობს.
გამოცემა ევროპულ სპეცსამსახურებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთთან კავშირში მყოფი ადამიანები სამხედრო ობიექტებთან ახლოს ყიდულობენ სხვადასხვა დანიშნულების შენობებსა და მიწის ნაკვეთებს.
The Telegraph-ის ცნობით, რუსეთი უძრავ ქონებას უკვე ფლობს ათზე მეტ ევროპულ სახელმწიფოში. რუსები და რუსეთთან დაკავშირებული ადამიანები უძრავ ქონებას ფლობენ გაერთიანებულ სამეფოში, ნორვეგიაში, ფინეთში, გერმანიაში, პოლონეთში, საბერძნეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთში და შვედეთში.
ევროპული სპეცსამსახურები არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვი უძრავ ქონებას ჯაშუშური საქმიანობისთვის, ასევე ჰიბრიდული ომის საწარმოებლად და დივერსიების ორგანიზებისთვის იყენებს.









