The Telegraph: გრენლანდიაში ამერიკის ძალების შეჭრის შემთხვევაში, დანია ცეცხლს გახსნის

გრენლანდია

The Telegraph-ის ცნობით, გრენლანდიაში ამერიკის ძალების შეჭრის შემთხვევაში, დანია ცეცხლს გახსნის.

დანიის თავდაცვის სამინისტრომ გამოცემას დაუდასტურა, რომ სამხედროებს გარე ძალების თავდასხმის შემთხვევაში მეთაურების ბრძანების გარეშე საპასუხო ცეცხლის გახსნას კანონი ავალდებულებს.

დანია შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, რომ გრენლანდიაში სამხედრო ოპერაცია ნატოს წევრ ორ სახელმწიფოს შორის კონფრონტაციასა და ალიანსის დასრულებას გამოიწვევს. დანია ვაშინგტონთან მოლაპარაკების მომხრეა.