The Sun: საბერძნეთის სანაპიროზე საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი 3 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს

საბერძნეთი

სამი წლის გოგონას ცხედარი პოპულარული ბერძნული კურორტის სანაპიროზე იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Sun ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

27 ივლისს, დაახლოებით დილის 4:00 საათზე, გამვლელმა ათენის გარეუბანში, პალეო ფალიროს სანაპიროზე საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ბავშვის ცხედარი აღმოაჩინა. წინასწარი ინფორმაციით, გოგონას სამაშველო ჟილეტი არ ეცვა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მათ არასრულწლოვანის გაუჩინარების შესახებ არანაირი შეტყობინება არ მიუღიათ.

გარდაცვალების მიზეზის დასადგენად და პირის ვინაობის დასადგენად ცხედარი ბავშვთა საავადმყოფოში გადაასვენეს. წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ადგილობრივი ხელისუფლება ამოწმებს ვიდეოთვალთვალის ჩანაწერებს და პოტენციურ თვითმხილველების გამოკითხვას აწარმოებს.