თეთრმა სახლმა ამერიკის მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდა

გერშკოვიჩი

თეთრმა სახლმა ამერიკელებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდა - ინფორმაციას lenta.ru ავრცელებს. 
თეთრმა სახლმა აშშ-ის ყველა მოქალაქეს მოუწოდა, დატოვონ რუსეთი.
The Wall Street Journal-ის (WSJ) კორესპონდენტის ევან გერშკოვიჩის დაკავების ფონზე აშშ-ის ადმინისტრაცია ამერიკის ყველა მოქალაქეს მოუწოდებს დატოვონ რუსეთი. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინე ჟან-პიერის განცხადებაში.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამერიკელებმა უნდა გაითვალისწინონ აშშ-ის მთავრობის გაფრთხილება, არ გაემგზავრონ რუსეთში. აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა“, - განაცხადა აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

მანამდე გერშკოვიჩის დაკავებას გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ენტონი ბლინკენიც, რომელმაც ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, რუსეთი დატოვონ.

30 მარტის დილით გერშკოვიჩი ეკატერინბურგში დააკავეს. ჟურნალისტი ეჭვმიტანილია რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოს შესახებ სახელმწიფო საიდუმლო მასალების შეგროვებაში.

ამერიკული გაზეთის კორესპონდენტს სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით („ჯაშუშობა“) მიმდინარეობს.