NASA-მ დედამიწაზე კოსმოსიდან უცნაური ფენომენი დააფიქსირა
1768483620
თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განმარტა, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ Reuters-ისთვის მიცემული კომენტარი შუალედური არჩევნების გაუქმების შესახებ ხუმრობა იყო.
ლევიტმა განაცხადა, რომ ეს განცხადება გაკეთდა ინტერვიუს დროს, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
მან განმარტა, რომ პრეზიდენტი ხუმრობით საუბრობდა და გულისხმობდა, რომ მისი ადმინისტრაცია იმდენად კარგად მუშაობს, რომ შეუძლია საქმიანობა არჩევნების გარეშეც გააგრძელოს.
საინფორმაციო სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედგაცრუება გამოთქვა იმის გამო, რომ მიმდინარე წლის შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკურმა პარტიამ“ შესაძლოა კონტროლი დაკარგოს წარმომადგენელთა პალატასა თუ სენატზე.
მან ხაზი გაუსვა ისტორიულ ტენდენციას, რომლის მიხედვითაც, მმართველი პარტია საპრეზიდენტო ვადის მეორე წელს, როგორც წესი, კონგრესში ადგილებს კარგავს.
„ეს რაღაც ღრმა ფსიქოლოგიური მომენტია - როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებ, შუალედურ არჩევნებში ვეღარ იმარჯვებ,“ - განაცხადა ტრამპმა.
მან საკუთარ მიღწევებზეც ისაუბრა და აღნიშნა:
„იმდენს მივაღწიე, რომ როცა ამაზე დაფიქრდები, არჩევნები არც უნდა გვქონდეს“.