თეთრი სახლის სპიკერი აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო მოლაპარაკებებს „ცვალებად ვითარებად“ აფასებს

კეროლაინ ლევიტი

თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო მოლაპარაკებებს „ცვალებად ვითარებად“ აფასებს.

პაკისტანში დაგეგმილ მოლაპარაკებებში აშშ-ის შესაძლო მონაწილეობის შესახებ დასმულ კითხვაზე ლევიტმა განაცხადა, რომ „ეს სენსიტიური დიპლომატიური დისკუსიებია და აშშ პრესის საშუალებით მოლაპარაკებებს არ აწარმოებს“.

„ვითარება ცვალებადია, ხოლო შეხვედრების შესახებ ვარაუდები საბოლოოდ არ უნდა ჩაითვალოს მანამ, სანამ მათ შესახებ თეთრი სახლი ოფიციალურად არ განაცხადებს“, - ამბობს ლევიტი.