1742361869
თეთრი სახლი: პრეზიდენტი ტრამპი ამჟამად ოვალურ კაბინეტში იმყოფება და ესაუბრება ვლადიმირ პუტინს - სატელეფონო საუბარი კარგად მიმდინარეობს

პრეზიდენტი ტრამპი ამჟამად ოვალურ კაბინეტში იმყოფება და ესაუბრება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, - განაცხადა თეთრი სახლის აპარატის უფროსის მოადგილემ, დენ სკავინომ.
„სატელეფონო საუბარი კარგად მიმდინარეობს და ჯერ კიდევ გრძელდება“, - აღნიშნა დენ სკავინომ.
Happening Now—President Trump is currently in the Oval Office speaking with President Vladimir Putin of Russia since 10:00amEDT. The call is going well, and still in progress.
— Dan Scavino (@Scavino47) March 18, 2025