1771482704
თეთრი სახლი: დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით პრიორიტეტად დიპლომატიას განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით პრიორიტეტად დიპლომატიას განიხილავს, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა.
ლევიტის თქმით, იმის მიუხედავად, რომ კრიზისის ძალისმიერი გზით გადაჭრის სასარგებლოდ ბევრი არგუმენტი არსებობს, ტრამპი მოლაპარაკებებზეა ორიენტირებული, ირანმა კი გონიერება უნდა გამოიჩინოს და მასთან გარიგება დადოს.
„არის ბევრი არგუმენტი ირანზე თავდასხმის განხორციელების სასარგებლოდ. თუმცა პრეზიდენტი ყოველთვის ნათლად ამბობდა, რომ ირანთან, ან მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან დაკავშირებით დიპლომატია მისთვის პირველი ვარიანტია. ირანი სიბრძნეს გამოაჩენდა, თუ პრეზიდენტ ტრამპთან შეთანხმებას მიაღწევდა“, - განაცხადა ლევიტმა.










