თეთრი სახლი აშშ - უკრაინის მოლაპარაკებებზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

tetri saxli

თეთრი სახლი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია შეთანხმებაზე, რომელსაც აშშ-მა და უკრაინამ ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებების დროს მიაღწიეს.

განცხადებაში ვკითხულობთ: „შეერთებული შტატები და უკრაინა შეთანხმდნენ, უზრუნველყონ უსაფრთხო ნავიგაცია, აღმოფხვრან ძალის გამოყენება და თავიდან აიცილონ სავაჭრო გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება შავ ზღვაში“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები კვლავაც მზადაა, ხელი შეუწყოს სამხედრო ტყვეების გაცვლას, სამოქალაქო პატიმრების გათავისუფლებასა და იძულებით გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას.

„შეერთებული შტატები და უკრაინა შეთანხმდნენ, შეიმუშაონ ზომები პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ ზელენსკის შეთანხმების განსახორციელებლად რუსეთისა და უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების წინააღმდეგ დარტყმების აკრძალვის შესახებ“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.