თეთრი სახლი ადასტურებს, რომ ჟურნალისტი ნამდვილად იყო დამატებული ჯგუფურ მიმოწერაში, სადაც ეროვნული უსაფრთხოების გუნდი იემენში ჰუსიტებზე საჰაერო დარტყმების გეგმებს განიხილავდნენ

აშშ

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ ჟურნალისტი ნამდვილად იყო დამატებული ჯგუფურ მიმოწერაში, სადაც ეროვნული უსაფრთხოების გუნდი იემენში ჰუსიტებზე საჰაერო დარტყმების გეგმებს განიხილავდნენ. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ იკვლევენ, როგორ მოხდა ეს ფაქტი.

„შეტყობინება, რომელიც გავრცელდა, როგორც ჩანს, ავთენტურია. ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ დაემატა უნებლიე ნომერი მიმოწერას“, – განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ბრაიან ჰიუზმა.

ცნობისთვის, ჟურნალ The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა ჯეფრი გოლდბერგმა სკანდალურ სტატიაში განაცხადა იმის შესახებ, თუ როგორ დაამატეს ის შემთხვევით „სიგნალის“ ჩატში, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის წევრები იემენში ჰუსიტებზე საჰაერო დარტყმების გეგმებს განიხილავდნენ.

გავრცელებული ცნობით, ჩატის მონაწილეები აქვეყნებდნენ საიდუმლო ინფორმაციას, თავად ტრამპმა განაცხადა, რომ მან „არაფერი არ იცის“ The Atlantic-ის სტატიისა და ამ ინციდენტის შესახებ. ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წევრებს არ ჰქონდათ მიმოწერა სამხედრო გეგმების შესახებ.