თეთრ სახლს ჯერ არ გადაუწყვეტია, ჩაერიოს თუ არა ისრაელში მმართველი კოალიციის ფორმირების პროცესში - Times of Israel

tetri saxli

 აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, ჩაერიოს თუ არა ისრაელში არჩევნების შემდეგ მმართველი კოალიციის ფორმირების პროცესში - განუცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა The Times of Israel-ს და დასძინა, რომ ცნობები იმის შესახებ, თუ რომელ კონკრეტულ შემადგენლობას ანიჭებს უპირატესობას ვაშინგტონი, მცდარი და ნაადრევია.

ოფიციალური პირის განცხადებით, არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ სრულად არ არის ცნობილი და ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილების მიღება ნაადრევია.

ცნობისთვის, ისრაელის საყოველთაო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის კონკურენტს, გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს გადი აიზენკოტს უსწრებს, თუმცა მან პარლამენტში ადგილების უმრავლესობა ჯერ ვერ მოიპოვა, რასაც 61 მანდატი სჭირდება.

ხმების 85%-ის დათვლის შემდეგ, ნეთანიაჰუს "ლიკუდის" პარტიას და მის მოკავშირეებს - ულტრამემარჯვენე და ულტრაორთოდოქსულ ებრაულ პარტიებს - 120 ადგილიან ქნესეთში 53 მანდატი აქვთ. აიზენკოტის "იაშარის" პარტიას, მის ბლოკში შემავალ სამ სხვა ებრაულ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, 48 ადგილის აქვს.

ვინაიდან ჯერ კიდევ 430 000-დან 480 000-მდე ბიულეტენია დასათვლელი, რომელიც სამხედრო პერსონალის, დიპლომატებისა და საავადმყოფოს პაციენტების ხმებია - საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას შესაძლოა კიდევ ერთი ან ორი დღე დასჭირდეს.

✕