ტერორისტული აქტი კოლუმბიაში - დაღუპულია 18 ადამიანი

kolumbia

კოლუმბიაში ტერორისტული აქტები განხორციელდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, სანტიაგო დე კალისა და ანტიოქიის დეპარტამენტში აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით ადამიანი დაშავდა.

ტერორისტებმა სანტიაგო დე კალიში დანაღმული სატვირთო მანქანა ავიაბაზასთან ააფეთქეს. ანტიოქიის დეპარტამენტში კი პოლიციის ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.