ტემპერატურა +44 გრადუსს აღწევს - საბერძნეთში, ძლიერი ხანძრის გამო, ოთხი დასახლების ევაკუაცია განხორციელდა

საბერძნეთი

საბერძნეთის დედაქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტყის ძლიერ ხანძარს ებრძვიან.

სტიქიის ზონაში ათობით ცეცხლის კერაა.  ძლიერი ხანძრის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია ოთხ დასახლებაში დაიწყო. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს ძლიერი ქარი და ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა აფერხებს.ქალაქში +44 გრადუსი დაფიქსირდა. 

 სტიქიის ზონაში 78 მეხანძრე-მაშველი და 26 სპეცტექნიკაა მობილიზებული. ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენების გამოყენებაც გახდა საჭირო.