1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
სროლა ტეხასის შტატში - ერთ-ერთ რესტორანში კლიენტმა დაცვის წევრს ესროლა და მოკლა. 48 წლის დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით გაიქცა, თუმცა მოგვიანებით ავარიაში მოყვა.
სისხლიან გარჩევას წინ კამათი უძღოდა, დაპირისპირება ტურისტულ შენობაში თამბაქოს მოწევის ფაქტზე დაიწყო. კამათის შემდეგ დამნაშავემ დაცვის წევრს რამდენჯერმე ესროლა, 47 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ბრალდებული დაკავებულია, მას რამდენიმე წლიანი პატიმრობა ემუქრება.