1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ღონისძიებაში მონაწილეობა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, სპორტსმენებთან და ველომოყვარულებთან ერთად მიიღო. „ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ველოსპორტის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რისთვისაც, როგორც სპორტული და რეკრეაციული, ასევე, ინფრასტრუქტურული მიმართულებით არაერთი სიახლე გვექნება.
დღეს, 50-მდე სპორტსმენთან ერთად სტარტი ბახმაროს მიმართულებით ავიღეთ. მარათონში მონაწილეები ბახმაროს შემდეგ, სვლას გომისმთისკენ განაგრძობენ. მადლობას ვუხდი „კავკასიის ველო ქსელს“ მხარდაჭერისთვის. მადლობა სპორტსმენებს და ჩვენს თანამოქალაქეებს ველო მარათონში მონაწილეობისათვის!“- განაცხადა, ავთანდილ თალაკვაძემ.