ცვლილებები, რომლებიც მაისიდან ამოქმედდება - ვის დაეკისრება ფულადი სანქციები
1745781273
ტეხასის ეროვნულ პარკში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დინოზავრის ნამარხი აღმოაჩინეს. დინოზავრის ძვლები სალ როსის უნივერსიტეტისსტუდენტებმა და ასისტენტ-პროფესორმა ჯესი კელშმა შეისწავლეს.
„კვლევის მიზანი ცარცული და ეოცენური პერიოდის ქანების სტრუქტურული ანალიზის ჩატარება იყო. ასევე გვსურდა ალამოზავრის, გრძელკისერა დინოზავრის, დიდი მალის მოპოვება, რომელიც ამ პერიოდში ჩრდილოეთ ამერიკაში ცხოვრობდა", - აღნიშნულია მოხსენებაში.
ცარცული პერიოდი დაახლოებით 66 მილიონი წლის წინ დასრულდა. მიიჩნევა, რომ ალამოზავრი პირველად ჩრდილოეთ ამერიკაში დაახლოებით 69 მილიონი წლის წინ გამოჩნდა. ამის შესახებ განცხადება 2024 წელს ნიუ-მექსიკოს გეოლოგიისა და მინერალური რესურსების ბიურომ გააკეთა.
„ალამოზავრი ხმელეთის ყველაზე დიდი ცხოველი იყო, რომელსაც ოდესმე ჩრდილოეთ ამერიკაში უცხოვრია", - ნათქვამიაუნივერსიტეტის განცხადებაში.
გიგანტური დინოზავრის ნაშთები ამ ტერიტორიაზე უკვე აღმოუჩენიათ, თუმცა ისინი ცუდად შენახული იყო. უნივერსიტეტის მიერ ახლახან ამოღებული ნამარხი "ამ რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილად შემონახული ჩონჩხია", რომელიც თავდაპირველად ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევრებმა 1970-იან წლებში აღმოაჩინეს და აღწერეს.
სტუდენტებს ამ ადგილიდან დინოზავრის ჩონჩხის ნაწილები ადრეც მოუპოვებიათ. მათ ამჟამად სალ როსის სახელმწიფო უნივერსიტეტის პალეონტოლოგიის ლაბორატორიაში იკვლევენ.