თავდასხმის შემთხვევაში, ირანი დაარტყამს ისრაელის ენერგეტიკულ ობიექტებს - ალი ფადავი

ალი ფადავი

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მოადგილემ, ალი ფადავიმ განაცხადა, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ირანი დაარტყამს ისრაელის ენერგეტიკულ და გაზის ობიექტებს.

„თუ ოკუპანტები დაუშვებენ ასეთ შეცდომას, ჩვენ დავარტყამთ მათ ენერგეტიკულ წყაროებს, დანადგარებს, ყველა გადამმუშავებელ ქარხანასა და გაზის საბადოებს“, - აღნიშნა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მოადგილემ.