1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ტაილანდში, სასმლით ინტოქსიკაციით, კიდევ ერთი ტურისტი - 19 წლის ჰოლი ბოულზი გარდაიცვალა. იქამდე, ინტოქსიკაციამ მისი მეგობარი, ბიანკა ჯონსი იმსხვერპლა. მათ ტაილანდის დედაქალში, ლაოსში მდებარე ერთ-ერთ ჰოსტელში დალიეს. დაკავებულია დაწესებულების მენეჯერი.
ამავე ჰოსტელში სასმლის მიღების შემდეგ, გარდაიცვალა 20 წლამდე ასაკის ორი გოგო. ისინი დანიელი ტურისტები იყვნენ. ასევე, გარდაცვლილია ამერიკელი ტურისტი - 57 წლის კაცი.
თითქმის ორი კვირის წინ, ასევე სასმლით ინტოქსიკაცია გახდა კიდევ ერთი ტურისტის - 28 ბრიტანელი კაცის გარდაცვალების მიზეზი.
ჰოსტელის მენეჯერი სასმლით ინტოქსიკაციას გამორიცხავს. მისი თქმით, სტუმრებს უსაფრთხო სასმლით გაუმასპინძლდა.