1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
უკრაინის მხარდაჭერაში საფრანგეთისთვის წითელი ხაზები არ არსებობს, - განაცხადა „ბიბისისთან” საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ჟან-ნოელ ბაროს თქმით, უკრაინას შეუძლია თავდაცვითი მიზნებისთვის გამოიყენოს შორ მანძილზე მოქმედი ფრანგული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების გასანადგურებლად.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა საფრანგეთმა ომში საკუთარი ჯარები ჩართოს, საფრანგეთის პირველმა დიპლომატმა უპასუხა, რომ პარიზი არცერთ სცენარს არ გამორიცხავს.