1743401541
ტაილანდისა და კამბოჯის ლიდერები დღეს მალაიზიაში სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავენ

ტაილანდისა და კამბოჯის ლიდერები დღეს მალაიზიაში სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავენ.
კამბოჯის პრემიერ-მინისტრი ჰუნ მანეტი და ტაილანდის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კუალა-ლუმპურისკენ უკვე გაემგზავრნენ.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირები მალაიზიაში იმყოფებიან მშვიდობის შეთანხმების ხელშესაწყობად.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტაილანდსა და კამბოჯას სურთ უთანხმოების მოგვარება. დონალდ ტრამპის თქმით, ის სავაჭრო შეთანხმებებს დიპლომატიური ზემოქმედების საშუალებად განიხილავს და მზადაა, ამ მექანიზმით ისარგებლოს კონფლიქტების მოსაგვარებლად.
ტაილანდსა და კამბოჯას შორის სასაზღვრო დაძაბულობა ფრონტის ხაზის რამდენიმე ადგილას ღია საომარ მოქმედებებში გადაიზარდა, რაც უკვე მეხუთე დღეა, გრძელდება. შეტაკებების შედეგად დაღუპულია 30-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 20-ზე მეტი სამოქალაქო პირი. ასობით ათასი ადამიანს საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია.