თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
1775076071
ეგვიპტის კოპტური ეკლესია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ იმბაბაში, აბუ სიფინის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 41 ადამიანი დაიღუპა და 55 დაშავდა.
მედიის ცნობით, ეკლესიაში 5 000-მდე ადამიანი იყო. არსებული ინფორმაციით, ხანძარი ელექტროგაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია, რასაც ჭყლეტა მოჰყვა.
ხანძრის ჩასაქრობად, შემთხვევის ადგილზე 15 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. სასწრაფო დახმარების მანქანებით, დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.