სტოკჰოლმში, ისრაელის საელჩოსთან სროლა იყო

ისრაელის საელჩოსთან სროლა იყო

სტოკჰოლმში მდებარე ისრაელის საელჩოსთან სროლა იყო. ინფორმაციას ამის შესახებ შვედეთის პოლიცია ავრცელებს.

სამართალდამცველების თქმით, მათ მიიღეს შეტყობინება აფეთქების შესახებ საელჩოსთან ახლო მდებარე ქუჩაზე, სტოკჰოლმის ცენტრში, თუმცა ადგილზე აღმოჩენილია კვალი, რომელიც სროლაზე მიუთითებს.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ კვალი, რომელიც მიუთითებს სროლაზე ისრაელის საელჩოსთან ახლოს, მაგრამ არ გვსურს გავამჟღავნოთ, კონკრეტულად რა კვალია აღმოჩენილი, რადგან გამოძიება გრძელდება“, – განაცხადა სტოკჰოლმის პოლიციის პრესსპიკერმა რებეკა ლანდბერგმა.

პოლიციის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ სროლის შედეგად არავინ დაშავებულა და დაწყებულია გამოძიება.

ცნობისთვის, მანამდე ცნობილი გახდა, რომ პირველ ოქტომბერს, დილით კოპენჰაგენში ისრაელის საელჩოსთან ორი აფეთქება მოხდა. მომხდარზე სამართალდამცველებმა დააკავეს სამი ეჭვმიტანილი. ცოტა ხნის წინ შვედეთის პოლიციაში განაცხადეს, რომ კოპენჰაგენში დაკავებულები შვედეთის მოქალაქეები არიან. მათი ასაკი 15-დან 20 წლამდე მერყეობს. დანაშაულის მოტივი უცნობია.