1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფის განცხადებით, უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის თანხმობის გარეშე შეუძლებელი იქნება.
„პრეზიდენტ პუტინის თანხმობის გარეშე არავითარი გარიგება არ მოხდება“, - თქვა უიტკოფმა.
ტრამპის სპეცწარმომადგენელმა აგრეთვე დასძინა, რომ საჭიროა საუბარი კონფლიქტში დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანთან. როგორც მან აღნიშნა, მას აქვს კონტაქტები არა მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებების წარმომადგენლებთან, არამედ ჩინოვნიკებთან, რომლებიც დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში ეროვნულ უსაფრთხოებაზე არიან პასუხისმგებელნი.
უიკტოფი მოუწოდებს მოსკოვსა და კიევს რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ პირდაპირი მოლაპარაკებები. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ორივე მხარეს ულტიმატუმი დაუყენა და მოუწოდა, რომ მათ მოლაპარაკებები გამართონ, რათა კონფლიქტის დარეგულირების საკითხში პროგრესს მიაღწიონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უიტკოფი აღნიშნავს, აშშ კონფლიქტს გაემიჯნება და აღარ ჩაერევა.
„ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ ეს ომი არ დაგვიწყია, თუმცა გვსურს დავეხმაროთ, რათა ის დასრულდეს“, - თქვა უიტკოფმა.