სტივ უიტკოფი: უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ მიაწვდიან ინფორმაციას ლიდერებს და გააგრძელებენ მუშაობას შეთანხმების მისაღწევად

სტივ უიტკოფი

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა უკრაინას, აშშ-სა და რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგ „მნიშვნელოვანი პროგრესის“ შესახებ განაცხადა.

სტივ უიტკოფის განცხადებით, უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების პირველი დღის შესახებ ინფორმაციას თავიანთი ქვეყნების ლიდერებს გააცნობენ და შეთანხმების მისაღწევად მუშაობას განაახლებენ.

უიტკოფმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიას შეხვედრების მასპინძლობისთვის.

„პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, შეერთებული შტატების შუამავლობით, უკრაინასა და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. პრეზიდენტ ტრამპის წარმატებამ ამ ომის ორივე მხარის ერთად შეკრებაში მნიშვნელოვანი პროგრესი მოიტანა და ვამაყობთ, რომ მისი ხელმძღვანელობით ვმუშაობთ ამ საშინელ კონფლიქტში მკვლელობების შესაჩერებლად. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მიაწვდიან ინფორმაციას შესაბამის ლიდერებს და გააგრძელებენ მუშაობას შეთანხმების მისაღწევად“, – წერს უიტკოფი.