მიმალვაში მყოფ ოთარ ფარცხალაძეს ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება

ფარცხალაძე

გენერალურმა პროკურატურამ ე.წ. ქოლცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ, - განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

„ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვალში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულის ჯგუფის წევრებს: დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილსა და მიხეილ ჩოხელს. ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიქაძეს“, -აღნიშნა მიხეილ სადრაძემ.