ვიქტორ ორბანი: უნგრეთისთვის პატივია დონალდ ტრამპის მშვიდობაზე ორიენტირებულ ინიციატივაში მონაწილეობა, მოუთმენლად ველოდები „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სესიას

ვიქტორ ორბანი

ცვლილებების დროა, მშვიდობის დასაცავად განკუთვნილმა ძველმა საერთაშორისო სტრუქტურებმა ძალა დაკარგეს, საჭიროა ახალი ინიციატივები, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

ორბანმა აღნიშნა, რომ ხვალ ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომას დაესწრება. მისი თქმით, ეს ისტორიული მომენტია.

„უნგრეთისთვის პატივია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მშვიდობაზე ორიენტირებულ ინიციატივაში მონაწილეობა, რომელიც რეალური შედეგების მიღწევას ისახავს მიზნად. ისტორიული მომენტი: მოუთმენლად ველოდები ხვალ „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სესიას!“ – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.