წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვაშინგტონისთვის ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა დაუშვებელია და ეს „წითელ ხაზს“ წარმოადგენს.
ამ გარემოებამ, როგორც უიტკოფმა აღნიშნა, შესაძლოა, მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.
„ეს [ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა], რა თქმა უნდა, „წითელი ხაზია“. ეს ყოველთვის ასე იყო. გამდიდრება „წითელი ხაზია“, ხოლო ამის შემდეგ ბირთვული იარაღის შექმნაც „წითელ ხაზს“ წარმოადგენს. ჩვენ ბირთვული იარაღის შექმნას ვერ დავუშვებთ“, - აღნიშნა ტრამპის სპეცწარმომადგენელმა.
უიტკოფის თქმით, თუ ირანი შექმნის ბირთვულ ბომბს, მაშინ რეგიონის ყველა ქვეყანას იგივე მოუნდება, რაც დაუშვებელია.