სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ისრაელში ჩავიდნენ

სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ისრაელში ჩავიდნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მათ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრა აქვთ დაგეგმილი, რომელსაც ასევე დაესწრება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი. მას ისრაელში სამშაბათს ელოდებიან.

მხარეები განიხილავენ ტრამპის სამშვიდობო გეგმას.

გავრცელებული ცნობით, ვენსი ასევე მოინახულებს ჰუმანიტარული დახმარების ცენტრს ღაზის სექტორში და შეხვდება მძევლების ოჯახების წევრებს.