ინფორმაცია მათთვის, ვისაც სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორის საფლავზე მისვლა სურს
1774209216
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ გაერთიანებული სამეფო ირანული რაკეტების სამიზნეა. უსაფრთხოების საკითხზე განმარტება სტარმერმა ირანიდან მომდინარე გლობალური საფრთხის შესახებ ისრაელის არმიის განცხადების შემდეგ გააკეთა.
ცაჰალმა გაავრცელა ცნობა, რომ ირანს შეიარაღებაში 4 ათას კილომეტრზე მოქმედი რაკეტები აქვს, რომლებითაც ევროპის ქალაქებსაც მისწვდება. სტარმერის თქმით, გაერთიანებული სამეფო საკუთარი ტერიტორიის დასაცავად ყველა საშუალებას იყენებს.