რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
სტამბოლში, რუსეთის გენერალურ საკონსულოში რუსული და ამერიკული დელეგაციების მოლაპარაკებები იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მოლაპარაკებების დაწყება ადგილობრივი დროით 10:00 საათზე იყო ჩანიშნული.
მოლაპარაკებებზე მოსკოვს აშშ-ში რუსეთის ელჩი ალექსანდრ დარჩიევი წარმოადგენს, ვაშინგტონს – სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოულტერი. დელეგაციების შემადგენლობაში არიან ორი ქვეყნის საგარეო უწყებების თანამშრომლები.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ სტამბოლში დაგეგმილი მოლაპარაკებების დღის წესრიგში არ არის პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხები ან უკრაინის საკითხი. უწყებაში აღნიშნეს, რომ ეს მოლაპარაკებები მხოლოდ აშშ-რუსეთის საელჩოების ფუნქციონირებას ეხება.