„გავბედნიერდი...“ - ქეთი ეგიდუნაშვილი გათხოვდა
1747511771
რუსეთ-უკრაინას შორის სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები მსოფლიოში კვლავ განხილვის თემაა. სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერები უკრაინაში ომის დასრულების პერსპექტივებზე საუბრობენ.
პროცესზე ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმაც. მარკო რუბიოს განცხადებით, ევროპის კონტინენტზე ომი უმოკლეს ვადებში დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშინგტონი მოლაპარაკებების პროცესს გამოეთიშება.
პარალელურად, აგრესორ სახელმწიფოზე ზეწოლის გასაძლიერებლად ემზადება ევროკავშირი. გერმანიის კანცლერის განცხადებით ევროპაში სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს, რითაც ეცდებიან, აიძულონ რუსეთი უკრაინაში 3 წლიანი ომი უპირობოდ დაასრულოს.
"სტამბოლში მოლაპარაკებებმა, უკრაინული მხარის მაქსიმალური კონსტრუქციულობის მიუხედავად, ჩვენი მოლოდინები ვერ გაამართლა. დელეგაციებმა შეძლეს ტყვეების გაცვლაზე შეთანხმება, მაგრამ რუსეთი აქამდე უარს აცხადებს ცეცხლის ყოვლისმომცველი და უპირობო შეწყვეტის მოთხოვნის მიღებაზე. პრეზიდენტი პუტინი თავად არ იყო მზად თურქეთში ჩასასვლელად. მისი ჯარები დღესაც მთელი ძალით განაგრძობენ თავდასხმებს. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას. სამშაბათს გვსურს, ევროკავშირში სანქციების მე-17 პაკეტის ამოქმედება. სხვა საკითხებთან ერთად, ის მიმართული იქნება ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ბალტიის ზღვაში. კომისია უკვე მუშაობს შემდგომ წინადადებებზე", - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.