სომხეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა

სომხეთმა პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ განაცხადა

სომხეთი პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სომხეთმა მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ და გულწრფელად დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში და ებრაელ და პალესტინელ ხალხებს შორის მტკიცე მშვიდობის დამყარებაში.

„ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით პალესტინის საკითხის მშვიდობიან მოგვარებას და ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტში ორი სახელმწიფოს პრინციპს. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ერთადერთი ხერხია იმის გარანტიის, რომ პალესტინელები და ისრაელელები თავიანთ კანონიერ სურვილებს განახორციელებენ“, - აღნიშნავენ ერევანში.

მაისში პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ესპანეთმა, ნორვეგიამ და ირლანდიამ აღიარეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამ ნაბიჯს „ტერორიზმისთვის მიღებული ჯილდო“ უწოდა.